×

Gasf ChannelOfficial's video: 2020

@საქართველოს დრიფტის სერიები (იგივე ჩემპიონატი) 2020 ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს დრიფტის სერიები (იგივე ჩემპიონატი) ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა. 2020 წელს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე წელს ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდა. მესამე ფინალური ეტაპი მთელი დღის განმავლობაში, მახათას მთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და მასში 10 პროფესიონალი ავტომრბოლელი მონაწილეობდა. ორი ეტაპის შემდეგ სამ ავტომრბოლელს შორის ფაქტობრივად თანაბარი ქულათა რაოდენობა იყო, ამიტომ ამ ეტაპის გამარჯვებული ჩემპიონატის გამარჯვებულიც ხდებოდა.ფინალურ დაპირისპირებაში ნოდო კოდუამ თავის მწვრთნელ მევლუდ მელაძეს არაფერი დაუთმო და დამაჯერებელი ჩემპიონობა მოიპოვა. ასევე ნოდომ ერთ ერთი გავლისას უპრეცედენტო შეფასება საქართველოს დრიფტ შეჯიბრების ისტორიაში 99 ქულა (თითქმის იდეალური) მიიღო. ხოლო მესამე ეტაპის ბრინჯაო ავტომრბოლელმა გუგა კირვალიძემ დაისაკუთრა , რადგან ჩემპიონატის ერთ ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ხეროდინაშვილმა მანქანის გამართვა ვეღარ მოახერხა და ნახევარფინალურ დაპირისპირებას გამოეთიშა. საერთო ჯამში ჩემპიონატის ლიდერთა სამეული ესე გამოიყურება : 1 ადგილი - ნოდო კოდუა 268 ქულა 2 ადგილი - მევლუდ მელაძე 244 ქულა 3 ადგილი - ალექსანდრე ხეროდინაშვილი 227 ქულა დრიფტი ავტოსპორტის ყველაზე სანახაობრივი მიმართულებაა , რომელსაც სტაბილურად მაყურებლის დიდი რაოდენობა ესწრება, ამიტომ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მაყურებელი დაიშვა და მახათის მთის მიმდებარე ტერიტორია თითქმის შეივსო. ასევე მიმდინარეობდა Live ტრანსლაცია „Georgian Drift Series“-ის ფეისბუქ ფეიჯსა და „Georgian Automobile Sport Federation“ – ის ფეისბუქ ფეიჯზე , რომელსაც საერთო ჯამში 100,000 მდე მაყურებელმა უყურა და ყოველი საათის განამვლობაში ჩართულობა იზრდებოდა. შეჯიბრება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით და „BMW Club Georgia“-ს ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების მიზანია აღკვეთოს ქუჩის სახიფათო რბოლები, მოუწოდოს და მოიზიდოს უსაფრთხო ტერიტორიებზე თუ შეჯიბრებზე. ღონისძიების გენერალური სპონსორია სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია, რომელიც გამარჯვებულებს სოლიდურ პრიზებს გადასცემს: 1 ადგილი – 500ლ, 2 ადგილი – 300ლ, 3 ადგილი – 200ლ საწვავი.

6

0
Gasf ChannelOfficial
Subscribers
555
Total Post
331
Total Views
14.5K
Avg. Views
233.1
View Profile
This video was published on 2020-11-24 14:49:26 GMT by @Gasf-ChannelOfficial on Youtube. Gasf ChannelOfficial has total 555 subscribers on Youtube and has a total of 331 video.This video has received 6 Likes which are higher than the average likes that Gasf ChannelOfficial gets . @Gasf-ChannelOfficial receives an average views of 233.1 per video on Youtube.This video has received 0 comments which are lower than the average comments that Gasf ChannelOfficial gets . Overall the views for this video was lower than the average for the profile.

Other post by @Gasf ChannelOfficial