×

Gasf ChannelOfficial's video: FIA Rally Star Georgia -

@ტელეკომპანია მაესტროს ეთერში FIA Rally Star Georgia - ს შესახებ საუბრობენ
პირველად არსებობის ისტორიაში საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია იწყებს 4 წლიან მასშტაბურ პროექტს სახელწოდებით Fia Rally Star, რომელსაც უერთდება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია. პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური საავტომობილო დისციპლინის "რალი"- ს სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბება არის. პროექტში მონაწილე საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის წევრი 140-ზე მეტი ქვეყნიდან სწორედ საქართველო იქნება ის პირველი , რომელიც ამ გრანდიზოულ პროექტ Fia Rally Star გახსნის. პირველი შესარჩევი 14 თებერვალს თბილისსში, "ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა"-ს ავტოსადგომზე დილის 10:00 საათიდან დაიწყება. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია ამიტომ იჩქარეთ რეგისტრაცია. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 2 თვის განმავლობაში 3 შესარჩევი (თბილისი, თელავი, ქუთაისი) და 1 ფინალური (თბილისი) ეტაპი გაიმართება. თითოეულ ეტაპზე გამოვლინდება საუკეთსო 20 ბიჭი და 10 გოგონა. 14 მარტს საქართველოს ფინალურ ეტაპზე თბილისში გამოვლინდებიან გამარჯვებულები კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად. Fia Rally Star Georgia - ს შესარჩევის ფორმატი: =ორგანიზატორის მიერ იქნება გამოყოფილი სამი იდენტური ავტომობილი = შესარჩევის დღეს პირველ ეტაპზე მონაწილეებს მოუწევთ გაიარონ იდენტური ჩქაროსნული სლალომი, ხოლო საუკეთსო 30 ბიჭი და 15 გოგო გადავა მეორე ეტაპზე = საუკეთსო შედეგი ვლინდება ნაჩვენები დროის და უშეცდომოდ გავლილი მონაკვეთების შეჯამებით = საერთო ჯამში თითოეული ლოკაციის ღონისძიებიდან (თბილისი, თელავი, ქუთაისი) შეირჩევა საუკეთსო 20 ბიჭი და 10 გოგო მონაწილე = შეჯიბრებების ფინალური ეტაპი 14 მარტს თბილისში გაიმართება და გამოვლინდებიან გამარჯვებულები კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად Fia Rally Star Georgia - ზე მონაწილეობისთვის აუცილებელია: = აკმაყოფილებდეთ ასაკს 18 - 26 წლის ჩათვლით = გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ლინკზე შესაბამისი ლოკაციის მიხედვით = გქონდეთ მართვის მოწმობა = დაიცვათ კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები = დაფაროთ რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი =შეჯიბრება არის ავტოსპორტის მოყვარული გოგონებისა და ბიჭებისთვის = მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია , თითოეულ ეტაპზე დაიშვება მხოლოდ პირველი 150 მსურველი , ამიტომ იჩქარეთ = არ დაიშვებიან მონაწილეები , რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის რომელიმე ეტაპზე მოხვედრილები არიან 10 საუკეთესო მრბოლელს შორის ამიტომ თუ ოცნებობთ პროფესიონალ ავტომრბოლელობაზე და სისწრაფე, ადრენალინი, რისკი, ავტომობილის მართვა, ბრძოლა გამარჯვებისთვის ათქვენი ცხოვრების ნაწილია - მაშინ Fia Rally Star Georgia 2021 თქვენთვის უნიკალური შანსია საავტომობილო კარიერის დასაწყებად და განსავითარებლად.

3

0
Gasf ChannelOfficial
Subscribers
555
Total Post
331
Total Views
14.5K
Avg. Views
233.1
View Profile
This video was published on 2021-02-07 14:31:53 GMT by @Gasf-ChannelOfficial on Youtube. Gasf ChannelOfficial has total 555 subscribers on Youtube and has a total of 331 video.This video has received 3 Likes which are lower than the average likes that Gasf ChannelOfficial gets . @Gasf-ChannelOfficial receives an average views of 233.1 per video on Youtube.This video has received 0 comments which are lower than the average comments that Gasf ChannelOfficial gets . Overall the views for this video was lower than the average for the profile.

Other post by @Gasf ChannelOfficial